ხუცური — ასომთავრულისა და ნუსხურის საერთო სახელწოდება.

თუკი გესაჭიროებათ შეისწავლოთ ძველი ქართული ანბანი და იკითხოთ ხუცური, ამ საიტის ამოცანაა დაგეხმაროთ ამაში.
სვანური მრავალთავი (X ს.)
სვანური მრავალთავი (X ს.)
"ბებო ენის" საშუალებით ძველი ქართულის შესწავლა ხდება მსგავსად იმისა, როგორც სწავლობენ ბავშვები (და უცხოელები) თანამედროვე ქართულ ასოებს "დედა ენით" — სწავლის თითოეულ ნაბიჯზე თქვენ გეძლევათ ახალი ასო-ბგერა, და უკვე შესწავლილი ასოებისგან ხდება სიტყვების და წინადადებების შედგენა.
სვეტიცხოვლის გულანი (1681 წ.)
სვეტიცხოვლის გულანი (1681 წ.)
თქვენი ცოდნის შემოწმება ხდება ინტერაქტიულად - "ბებო ენა" გიწერთ სიტყვას ან წინადადებას ხუცურად, ხოლო თქვენ უნდა შეიყვანოთ მისი შესაბამისი თარგმანი თანამედროვე ქართულად. ყოველი ასოს შესწავლის შემდეგ "ბებო ენა" გაძლევთ შეფასებას, და რეკომნდაციას - გააგრძელოთ შემდეგ თუ ხელახლა გადაიმეოროთ მასალა.
ჯრუჭის ოთხთავი (936-940 წწ.)
ჯრუჭის ოთხთავი (936-940 წწ.)
"ბებო ენა" - ეს არის ხუცურის შესწავლის საინტერესო და ეფექტური საშუალება.

ისწავლეთ ძველი ქართული ჩვენთან ერთად!

ჩამოტვირთეთ Google Play-დან